logo
ENG



"პანორამა 2" თბილისის გულში

22 მარ 202220:55
3 წუთის საკითხავი
 

ბეტონის ჯუნგლებში მატებაა, საკრებულომ კომპლექსის მასშტაბი მოიწონა და სულ მალე თბილისში საქანელას პროექტად ცნობილი 7ი ნაგებობა გაჩნდება, მათ შორის ერთი ცათამბჯენია. სპეციალისტები და ოპოზიცია შიშობს, რომ მერია ნებართვასაც უპრობლემოდ გასცემს და ელბაქიძის დაღმართზე პანორამას მსგავსი ახალი ნაგებობა გაჩნდება, რომელიც ქალაქის ხედს მთლიანად დაფარავს. პირველი მწვანე შუქი მშენებლობას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ არა ხმათა უმრავლესობით, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილებით აუნთო. კალაძის მხარდაჭერა ამ სადავო საქმეში როგორც ჩანს, წულუკიანს არ სურს, მან სამინისტროს ექსპერტები განხილვაზე საერთოდ არ გაუშვა. 

 


close დახურვა